ახალი ამბები

“​გთხოვთ, გაუფრთხილდეთ საახალწლო დეკორაციებს” – ქარელის მერია მოქალაქეებს 

ქარელის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ ინფრასტრუქტურას. 

უწყებამ განცხადება ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. 

“მოსახლეობის საყურადღებოდ! მოგეხსენებათ, ქარელში დაიწყო საახალწლო დეკორაციების მონტაჟი და განათების მოწყობა. ქარელის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მოგმართავთ თხოვნით, გაუფრთხილდეთ საახალწლო დეკორაციებს და ინფრასტრუქტურას”, – ნათქვამია განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, ქარელში საახალწლო განათებებისთვის მერიამ 80 ათას ლარზე მეტი დახარჯა. 

დატოვეთ კომენტარი