ახალი ამბები

ხაშურის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა – ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტი 26 მილიონი ლარით დაამტკიცა. 

ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას არ ესწრებოდნენ “ენმ”-ს წარმომადგენლები, ხოლო პარტიის “საქართველოსთვის” წევრმა, ირინა გელაშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. 

“სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნება” ვერ ისწავლა ვერც თანამშრომლობა და ვერც ურთიერთობა. არც ერთი ჩვენი ინიციატივა არ იქნა გათვალისწინებული. ჩემი სხდომაზე ყოფნის აზრს ვეღარ ვხედავ. უმრავლესობაში არიან და მაინც დაამტკიცებენ იმ სახით ბიუჯეტს, როგორიც უნდათ”, – განაცხადა გელაშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი