გორმა ნიკოლოზ რაჭველისა და გორის გოგონათა გუნდის კონცერტს უმასპინძლა.
კონცერტი,სრული ანშლაგით დასრულდა, მაყურებლის წინაშე წარდგნენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი, მუსიკოსები – ლიზა ბაგრატიონი, ბექა გოჩიაშვილი, გიორგი ცაგარელი და ლიზა რამიშვილი.
კონცერტის ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.
“ნიკოლოზ რაჭველის მიერ სცენიდან გაჟღერებულ იდეას, აღდგეს გორში საგუნდო მუსიკის ფესტივალი, გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გამოეხმაურა და მაყურებელს ფესტივალის აღდგენაში მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა”, – ნათქვამია გორის მერიის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, კონცერტის ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება. ნიკოლოზ რაჭველის განცხადებით, შემოსული თანხით მოხუცებს დაეხმარებიან.