გორში, ვერხვების დასახლებაში მცხოვრებმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.
ადგილობრივების თქმით, მეხუთე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდებათ.
“მეხუთე დღეა წყალი არ გვაქვს, იმდენჯერ თიშავენ, რომ სათვალავი აგვერია. ხშირად არ შეტყობინება მოგვდის, რომ წყალი უნდა გამოირთოს. სულ რაღაც როგორ ზიანდება, მიზეზები არ ელევათ”, – ამბობენ ადგილობრივები.
ინფორმაციისთვის, წყალმომარაგების კომპანიამ გუშინ, 17 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კარალეთის სათავე ნაგეგობა დაზიანდა, რის გამოც ვერხვების დასახლებაში მცხოვრებ მოსახლოებას წყლის მიწოდება შეუწყდა.
დატოვეთ კომენტარი