გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, სამი ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისთვის.
უწყებას დაგეგმილი აქვს სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტაროს ატენში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში და საყავრეში ადმინისტრაციულ შენობებს.
მერიამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისთვის 16 775 ლარი გაითვალისწინა, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულებად 330 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს.
დატოვეთ კომენტარი