ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია და საბავშვო ბაღების გაერთიანება, საახალწლოდ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს დაასაჩუქრებს, – ამის შესახებ “მოზაიკას” ხაშურის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა უთხრა.
“ხაშურის მუნიციპალიტეტის 18 საბავშვო ბაღის 1650 აღსაზრდელი საახალწლოდ მიიღებს საჩუქრებს და ასე მიულოცავს პატარებს დამდეგი წლის დადგომას. საჩუქრებს ერთობლივად გადასცემს ხაშურის მერია და ბაღების გაერთიანება”, – გვითხრა ლელა გელაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება და 16 იანვრამდე გაგრძელდება.
დატოვეთ კომენტარი