სადღესასწაულო ღონისძიებები ხაშურში 7 იანვარსაც გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს.
ღონისძიებები 31 დეკემბერსა და 7 იანვარს ტაბიძის ქუჩის სკვერში გაიმართება. დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივოებები.
“საახალწლო ღონისძიებები 31 დეკემბერს და 7 იანვარს გაიმართება, 31 დეკემბრის ღამეს დაგეგმილი ღონისძიებების დაზუსტება მიმდინარეობს, როგორც კი პროგრამა დაზუსტდება, იმასაც ვაცნობებთ საზოგადოებას”, – გვითხრა ნინო სუხიაშვილმა, ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.
“მოზაიკა” გთავაზობთ ჩამონათვალს:
•14:00 – საზეიმო ორკესტრის მსვლელობა;
•14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი;
•14:00 – 19:00 – საბავშვო სივრცე: თამაშები, საბავშვო წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები;
•14:00-19:30 – ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა, ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან;
•14:10-16:00 – ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი;
•16:00-16:3 – აზოტის შოუ, მოსიარულე ორკესტრის შოუ;
•16:30-17:00 – საბავშვო გასართობი პროგრამა ზღაპრის გმირებთან ერთად;
•17:00-18:00 – აჩიკო ნიჟარაძე და დავით მაზანაშვილის ბენდი;
•18:00 – 19:00 ლინდა ადამია და ბენდი 1/4;
•19:00 – საზეიმო ფოიერვერკი.