ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, სომხეთის საერთაშორისო ტურნირიდან 3 მედლით დაბრუნდნენ.
მთავარი მწვრთნელის, გიორგი კვინიკაძის თქმით, მოჭიდავეებმა სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვეს.
“ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის მოსწავლეებმა 3 მედლით დაასრულეს, ერევანში გამართული საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის გუნდები იღებდნენ მონაწილეობას”, – გვითხრა გიორგი კვინიკაძემ.
- II ადგილი – გუჯა ლომიძე, 75 კგ
- III ადგილი – ნიკოლოზ ტალახაძე, 44 კგ
- III ადგილი – გიორგი თედეშვილი, 62 კგ
დატოვეთ კომენტარი