ახალი ამბები

ქარელის #1 საჯარო სკოლის მოსწავლემ განათლების სამინისტროს კონკურსში გაიმარჯვა

ქარელის #1 საჯარო სკოლის, მე-7 კლასის მოსწავლემ, თათია ელბაქიძემ განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ხატვის კონკურსში გაიმარჯვა, – ინფორმაციას ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

“თათია,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ,,კაცი ბეჩავის მჩაგრავი სად გაგონილა გმირიო”,ნომინაციაში ,,ჟიურის რჩეული” გახდა. მას დიპლომი და 250ლ. თანხის წიგნების სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცა”, – ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ინფორმაციისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კონკურსში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი