18 დეკემბერს, გორის თეატრში დაგეგმილი ნიკოლოზ რაჭველისა და გორის გოგონათა გუნდის კონცერტზე ყველა ბილეთი გაყიდულია.
კონცერტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ბილეთების შეძენა შეუძლებელი იყო. ბილეთის ფასი 20-30 ლარი იყო.
აღნიშნული კონცერტი საქველმოქმედოა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო,ს კონცეპტArt -ის მხარდაჭერით ხორციელდება.
დატოვეთ კომენტარი