ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ 200 ნაგვის ურნა შეიძინა.
როგორც ქარელის მერის მოადგილე ნათია მაწონაძე გვეუბნება, ურნების გადანაწილება მოხდება ყველა იმ სოფელსა და დასახლებაში, სადაც მათი ნაკლებობაა.
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ სოფლების ჩამონათვლის დაზუსტება”, – ამბობს ნათია მაწონაძე.
ქარელის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, ურნების დანაწილებას სწორედ ამ ჩამონათვალის მიღების შემდეგ დაიწყებენ.
ამ ეტაპზე ვიცით ზუსტად, რომ ურნების დადგმა იგეგმება რუისში, აგარასა და ქვენატკოცაში. მერიისგამ ველოდებით სოფლების ჩამონათვალს. მოქალაქები განცხადებით მერიას მიმართავენ და შემდეგ იგზავნება ეს განცხადებები ჩვენთან”, – გვითხრეს კეთილმლწყობის სააგენტოში.
დატოვეთ კომენტარი