ხაშურსა და ზემო ოსიაურს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის დემონტაჟი მოხდება, – ამის შესახევ “მოზაიკას” ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ოსიაურის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან გამრეკელი ესაუბრა.
“აღნიშნული ხიდი წლების განმავლობაში უქმნიდა მოსახლეობას გადადგილების პრობლემას. განსაკუთრებით რთულდება ვითარება, როდესაც თოვლი მოდის. ამ დროს ხიდზზე გადასვლა შეუძლებელი ხდება, თუ მაღალი გამავლობის ავტომანქანა არ გყავს. მოსახლეობა წლები ითხოვდა, რომ ამ ხიდის დემონტაჟი მოგვეხდინა, თუმცა ხელს ის გვიშლიდა, რომ ხიდი რგინიგზის საკუთრებაში იყო. დიდი ბრძოლის შემდეგ დღეს მივაღწიეთ, რომ აღნიშნული ხიდი მუნიციპალური საკუთრება გახდა და მოგვეცა საშუალება ხიდის დემონტაჟის” -გვითხრა ლევან გამრეკელმა.
ხიდის დემონტაჟისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, ხაშურის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ხიდის დემონტაჟისთვის 150 000 ლარია განსაზღვრული.