გორის მუნიციპალიტეტის სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში სეზონური ვირუსების გავრცელების ზუსტი სტატისტიკა არ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ ვირუსის შემხვევები მომრავლდა.
საგანმანათლებლო რესურცენტრის დირექტორის თქმით, ყველა სკოლას აქვს რეკომენდაცია, რომ ვირუსის ნიშნების შემთხვევაში, მოსწავლე საგაკვეთილო პროცესიდან გაათავისუფლოს.
“შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ მომრავლებულია სეზონური ვირუსის შემთხვევები, თუმცა ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს. მიუხედავად ამისა, ყველა სკოლა ასეთ მოსწავლეს ურჩევს თავი შეიკავოს სკოლაში მისვლისგან და არ გადასდოს სხვა მოსწავლეს”, – ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი.
სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში ამბობენ, რომ ბაღებში აღსაზრდელთა დასწრება შემცირებულია, თუმცა ზუსტი სტატისტიკას არც სააგენტოში ფლობენ.
“ზოგადად დასწრება შემცირებულია ბაღებში, ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან როგორც ცნობილია, საბავშვო ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი გვაქვს”, – განმატავენ სააგენტოში.