ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ჩორჩანასა და წაღვლში ინტერნეტი არ არის. აღნიშნული პრობლემის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნინო ლიპარტელიანმა გენდერული საბჭოს სამოქმედო გეგმის წარდგენისას ისაუბრა.
მისი თქმით, საოკუპაციო ხაზთთან მდებარე სოფლებში პროვაიდერები ინტერნეტის შეყვანაზე უარს ამბობენ, რადგან მოსახლოების რაოდენობა მცირეა,
“მოსახლეობასთან კომუნიკაციის შემდეგ, ერთ-ერთ პრობლემად ეს საკითხი დასახელდა. ჩემი მხრიდან მოხდა მერიის შესაბამის სამსახურებისთვის დავალება,რომ იქნებ ეს პრობლემა როგორმე მოვაგვაროთ,თუნდაც ჩვენი ფინანსური დახმარებით,რადგან პროვაიდერი კომპანიები ამ სოფლებში ინტერნეტის შეყვანაზე უარს მხოლოდ იმის გამო ამბობენ, რომ ქალაქიდან შორია, მოსახლეობა კი მცირე. ჩვენ ამ სოფლებს ასე ვერ მოვექცევით”, – განაცხადა ნინო ლიპარტელიანმა.