ახალი ამბები

გორში, ავტოსადგურის მიმდებარედ გარეგანათების ახალი სისტემა მოეწყო 

გორში, ცხინვალის გზატკეცილზე, ავტოსადგური მიმდებარედ ახალი გარე განათების სისტემა მოეწყო, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გორის მერიამ გაავრცელა. 

უწყების ცნობით, პაპიტაშვილის ქუჩიდან კარალეთის დევნილთა ჩასახლებამდე, გზის 740 მეტრიან მონაკვეთზე დამონტაჟდა 112 ენერგოეფექტური ლედ-ნათურა და 56 გარეგანათების ლითონის ბოძი.

“გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, სადაც ორმხრივი მოძრაობაა, გარეგანათებასთან ერთად მიმდინარეობს სამხრეთისკენ მიმავალი ცალმხრივი მოძრაობის ზოლის რეაბილიტაციაც. პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის გზატკეცილზე, ავტოსადგურამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის დასასრულებლად თანხა მომავალი წლის ბიუჯეტშიც გათვალისწინებულია 167 777 ლარის ოდენობით. 

დატოვეთ კომენტარი