ქარელის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლოდ 200 სოციალურად დაუცველს სასურსათე პაკეტს გადასცემს, რისთვისაც 30 000 ლარს დახარჯავს. პროდუქტები შესაძენად უწყებამ ტენდერი გამოაცხადა.
დოკუმენტაციის მიხედვით, სოციალურად დაუცველები შემდეგი სახის პროდუქტებს მიიღებენ:
- ზეთი 2 ლიტრი;
- შაქარი 5 კგ;
- მარილი 2 კგ;
- 1 ცალი მარგარინი;
- 2 ცალი შესქელებული რძე;
- 1ცალი 24 პაკეტიანი ჩაი;
- ყავა 100 გრამი;
- 1 ცალი ტომატი;
- 1 კგ კარამელი;
- 1 კგ შოკოლადი;
- 10 კვერცხი;
- ერთი შეკვრა ორცხობილა;
- 1 ცალი მაიონეზი;
- 1 ქილა ბარდა;
- 2 შეკვრა კაკაო;
- 2 ბოთლი ლიმონათი;
- 2 შეკვრა ვანილი;
- 2 კილო ქათამი.
ტენდერში შერჩეულმა კომპანიამ პროდუქტების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 26 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს.
დატოვეთ კომენტარი