ახალი ამბები

გორში მანქანა გაზის მილს შეეჯახა 

ავარია გორში – რკინიგზის სადგურის დასახლებაში “ნისანის” მარკის მსუბუქი ავტომობილი ბუნებრივი აირის მილსადენს შეეჯახა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

შეჯახების შედეგად, დაიმტვრა მანქანა და დაზიანდა მილსადენი. ადგილზე სამართალდამცველებთან და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გაზმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებიც მუშაობდნენ.

ავარიის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი მაღალი სიჩქარეა, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.