ხაშურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულმა დეპარტამენტმა და ადგილობრივი ახალგაზრდების ჯგუფმა შეიმუშავეს პროექტი ახალგაზრდული სივრცის მოწყობისთვის და მათ ეს პროექტი დაუფინანსდათ, – ამის შესახებ საკრებულოს თავმდჯომარემ სხდომაზე ისაუბრა.
“მათ გადაეცათ გრანტი. მერიამ მათ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და ხაშურის სამუსიკო სკოლაში უკვე იანვრიდან მოეწყობა ახალაზრდული სივრცე, პროგრამულად ძალიან დატვირთული იქნება ეს სივრცე და ნებისმიერ დაინტერესებულ ახალგაზრდას შეეძლება სარგებლობა ამ ცენტრით. ვფიქრობ, რომ ხაშურს ახალგაზდებს მსგავსი სივრცის შექმნა ჰაერივით სჭირდებოდათ”, – თქვა ნინო ლიპარტელიანმა.
მისივე ინფორმაციით, დაფინანსება ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, რომ 7 თვის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობები მოაწყონ.