გორის მუნიციპალიტეტის 17 სოფელში ავტობუსების მოსაცდელების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. უწყება სამუშაოებისთვის 161 340 ლარის დახარჯვას გეგმავს.
მერიამ სოფლებში მოსაცდელების მოსაწყობად 4 ტენდერი გამოაცხადა. ოთხივე შემთხვევაში უწყებას 40 335 ლარი აქვს გათვალისწინებული.
“მოზაიკა” გთავაზობთ სოფლების ჩამონათვალს, სადაც მოსაცდელების მოწყობაა დაგეგმილი:
- საქაშეთი;
- ვარიანის მეურნეობა;
- ფხვენისი;
- შინდისი;
- ტინისხიდი;
- ორთაშენი;
- ყელქცეული;
- თორტიზა;
- ბერშუეთი;
- ქვ.სობისი;
- ახალსოფელი;
- ხურვალეთი;
- ბობნევი;
- ახრისი;
- ახალუბანი;
- აძვი;
- ზერტი.
შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა დაასრულოს.
დატოვეთ კომენტარი