საქართველოს რეგიონებში საშუალო თვიური ხელფასი ყველგან განსხვავებულია. “საქსტატის“ ინფორმაციით, შიდა ქართლში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ამჟამად 855 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ მონაცემების მიხედვით, საშუალო თვიური ანაზღაურება ყოველწლიურად მატულობს, თუმცა „საქსტატის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შიდა ქართლი სახელფასო მაჩვენებლით საქართველოს მხოლოდ ოთხ რეგიონს – გურიას, კახეთს, სამცხე-ჯავახეთსა და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთს უსწრებს.
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე ხელფასის საუკეთესო საშუალო მაჩვენებლით თბილისი გამოირჩევა.
- თბილისი – 1538 ლარი
- მცხეთა-მთიანეთი – 1095 ლარი
- ქვემო ქართლი – 1072 ლარი
- აჭარა – 1035 ლარი
- იმერეთი – 944 ლარი
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 899 ლარი
- შიდა ქართლი – 855 ლარი
- სამცხე-ჯავახეთი – 848 ლარი
- კახეთი – 826 ლარი
- გურია – 699 ლარი
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 625 ლარი
დატოვეთ კომენტარი