ქვეყანა დიდი ხანია ასცდა ქრისტეს გზას და ბარაბა აირჩია, – ასე ეხმაურება მამა პეტრე კოლხი ცხრამუხის დედათა მონასტერში ჩადენილ დანაშაულს.
„70 წლის მონაზვნებს აუპატიურებენ და მერე, ქუჩაში ასე უსინდისოდ, ასე უნამუსოდ რიგში ჩამწკრივებულები ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ. მას არ შეიძლება ეწოდოს ქრისტიანი, მართლმადიდებელი, ადამიანი, ვინც გიორგობის მეორე დღეს მონასტრის კარებს მიადგება და 70 წლის ქალს ასე წამებით სიკვდილამდე მიიყვანს… კიდევ რაღა უნდა მოხდეს, რომ ვაღიაროთ, ჩვენი ,,წილხვედრი”.
ფაქტს ეხმაურება კასპის წმინდა გიორგის ტაძრის მღდველმსახური მამა ლევანი:
„ამის ჩამდენს ღვთის წინაშე რა ელის, ამაზე აღარ ვიტყვი არაფერს. უბრალოდ ციხეში გაუპატიურებაზე და ესეთ რაღაცეებზე მოხვედრილები, ცისფერები, რა დღეში ჰყავთ, შეიძლება ყველამ არ იცის, მათ არ სთვლიან ადამიანებად. სხვების სარეცხს რეცხავენ, აუთავებენ, საპირფარეშოებს ულაგებენ. ჩვეულებრივ პატიმარს გავლისას შემთხვევით რომ შეეხოს შავ დღეში აგდებენ, თვალებში შეხედვის უფლებაც არ აქვთ. გამოვლენ და სახლში არავინ უშვებს. მოკვდება და, დასამარხი იყო ერთი და კაცები ხელს არ კიდებდნენ, სამი საათი გახდა და ქალებმა გამოასვენეს მერე“, – წერს მამა ლევანი
შეგახსენებთ, რომ მონაზვნის ცემისა და გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 2 პირს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.