ახალი ამბები

რას აჩუქებს გორის მერია საახალწლოდ სოციალურად დაუცველ 300 ოჯახს?

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი საახალწლოდ 300 სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის. უწყებამ ამისთვის ბიუჯეტიდან 29 000 ლარი გაითვალისწინა.

გორის მერია გეგმავს, რომ შეიძინოს სხვადასხვა დასახლების საკვები პროდუქტი:

  • შაქარი – ფხვნილი (მშრალი) დაფასოებული არანაკლებ 900 გრ (+/-2%) პაკეტში – ქარხნული შეფუთვით, შეფუთვაზე დამზადების და ვარგისიანობის ვადის მითითებით;
  • ზეთი მცენარეული – მცენარეული, უმაღლესი ხარისხის, რაფინირებული, დაფასოებული პოლიეთილენის ბოთლში, 900 გრ (+/-2%) თითოეულ ბოთლზე უნდა იყოს შესაბამისი მარკირება მისი ვარგისიანობის ვადის მითითებით;
  • ხორბლის ფქვილი – ხორბლის, უმაღლესი ხარისხის, დაფასოებული არანაკლებ 5 კგ. (+/-2%); შეფუთვაზე საქონლის დამზადებისა და ვარგისიანობის ვადის მითითებით, შენახვის პირობების მინიშნებით;
  • შოკოლადის კანფეტი – დაფასოებული არანაკლებ 1000 გრამი–იან პაკეტებში (+/-2%). – ქარხნული შეფუთვით, დამზადების და ვარგისიანობის ვადის მითითებით;
  • კარამელის კანფეტი – კარამელი (ასორტი) – დაფასოებული 1000 გრამიან პაკეტებში- ქარხნული შეფუთვით, (+/-2%). დამზადების და ვარგისიანობის ვადის მითითებით;
  • შესქელებული რძე შაქრით – 8.5%-ის ცხიმიანობით, მოუხარშავი, ქარხნული დაფასოებით (უჟანგავი ლითონის ქილაში) მაგარი შეფუთვით 370 გრამი (+/-2%). შეფუთვაზე საქონლის დამზადებისა და ვარგისიანობის ვადის მითითებით;
  • წიწიბურა – მშრალი არამსხვრეული ყავისფერი 1000 გრ (+/-2%) – ქარხნული შეფუთვით, შეფუთვაზე საქონლის დამზადებისა და ვარგისიანობის ვადის მითითებით;
  • მაკარონი – ქარხნული წესით შეფუთული არანაკლებ 500 გრ (+/-2%) გრ. შეფუთვაზე საქონლის დამზადებისა და ვარგისიანობის ვადის მითითებით;
  • ნაღების კარაქი (არა სპრედი) – ქარხნული წესით შეფუთული 200 გრ(+/-2%). შეფუთვაზე საქონლის დამზადებისა და ვარგისიანობის ვადის მითითებით.

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ პროდუქტების მიწოდება 30 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს.

დატოვეთ კომენტარი