ახალი ამბები

მონაზონზე თავდასხმისთვის დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მონაზონზე თავდასხმისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეუაფარდა.

“სასამართლომ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის მტკიცებულებები. გაიზიარა ის, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე ამ ადამიანების მიერ, არსებობს მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები და ორივე მათგანს ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიების სახე, პატიმრობა შეუფარდა, “, – განაცხადა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცხრამუხის დედათა მონასტერში შეჭრისა და მონაზონზე ძალადობისთვის 2 პირია დაკავებული, რომელთაც ბრალად ყაჩაღობა და გაუპატიურება ედებათ. დაკავებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.