ახალი ამბები

გულშემატკივრები აუცილებლად უნდა მოვიდნენ სტადიონზე – „დილას“ პრესსამსახური

გორის „დილა“ სეზონის უკანასკნელი მატჩისთვის ემზადება. 3 დეკემბერს კლუბი საშინაო კედლებში წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდება.

კლუბის პრესსამსახურის თქმით, გულშემატკივრების აქტიურობა და მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქნება წარმატების მისაღწევად.

„3 დეკემბერს გადაწყდება, მოხერხდება თუ არა მთლიანი სეზონის მიზნის მიღწევა და ევროსაგზურის მოპოვება. ახლა, როცა სასწორზე უმნიშვნელოვანესი რამ დევს, მინდა მოვუწოდო გულშემატკივრებს, რომ მოვიდნენ სტადიონზე, რადგან მათ ამ შეხვედრაში მე-12 მოთამაშის როლი ექნებათ”, – ამბობს „დილას“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ნიკა ბაიდაური

ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გორელები 56 ქულით ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფებიან, „სამგურალი“ მე-3 ადგილზეა და „დილას“ 1 ქულით უსწრებს.

ევროსაგზურისა და ბრინჯაოს მედლების მოსაპოვებლად გორელებს გამარჯვება სჭირდებათ.

მატჩი 3 დეკემბერს, 13:30 საათზე გაიმართება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები