მონაზვნის დაყაჩაღებისა და სექსუალურად ძალადობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცები დანაშაულს არ აღიარებენ და ამტკიცებენ, რომ ცხრამუხის დედათა მონასტერში საერთოდ არ ყოფილან. ამის შესახებ განცხადება საზოგადოებრივმა ადვოკატმა გააკეთა, რომელმაც ისინი ცოტა ხნის წინ იზოლატორებში მოინახულა.
გიგა ჯეირანაშვილის თქმით, დაკავებულები სასამართლო პროცესზე დუმილის უფლებას გამოიყენებენ. მათ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლე დღეს იმსჯელებს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 27 და 39 წლის მამაკაცებს გისოსებს მიღმა გატარება 20 წლამდე, ან უვადოდ მოუწევთ.
დატოვეთ კომენტარი