ახალი ამბები

“მონაზვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება – ხაშურის ეპარქია

თბილისში, კავკასიის სამედიცინო ცენტრში მოთავსებული მონაზვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობეადება.

ამის შესახებ ხაშურისა და სურამის ეპისკპოსმა მედიასთან ისაუბრა. მეუფე სვიმეონის თქმით, მონაზონის მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება.


“ტვინის შერყევა და რბილი ქსოვილების დაზიანება აქვს. მაგრამ სტაბილურად არის და შედარებით, ყოველდღიურად უკეთესდება მისი მდგომარეობა. მხედველობა მეორე თვალშიც აღუდგა”,
-განაცხადა მეუფე სვიმეონმა.

ინფორმაციისთვის, 70 წლის მონაზონზე ყაჩაღური და სექსუალური თავდასხმა 2 დღის წინ, ცხრამუხის დედათა მონასტერში განხორციელდა. მძიმე ბრალდებით ორი ახალგაზრდა მამაკაცია დაკავებული. მათ 13 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დატოვეთ კომენტარი