ხაშურის მერია საახალწლოდ 370 სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის სასაჩუქრე პაკეტის გადაცემას აპირებს. ამისთვის კი, როგორც გამოცხადებული ტენდერიდან ვიგებთ, 26 600 ლარის დახარჯვას აპირებს.
დოკუმენტაციის მიღედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახები მერიისგან საჩუქრად მიიღებენ:
- 5 კგ შაქარს;
- 4 ლიტრ ზეთს;
- 25 ცალ კვერცხს;
- 2 კგ შოკოლადს;
- 2 ცალ შედუღებულ რძეს.
დატოვეთ კომენტარი