21 ნოემბერს გორის ცენტრალური სტადიონი მორიგ სანაკრებო მატჩს უმასპინძლებს.
საქართველოსა და უკრაინის 21 წლამდე ნაკრებების დაპირისპირება 18:00 საათიდან დაიწყება.
საქართველოსა და უკრაინის 21 წლამდე გუნდები აქამდე 3-ჯერ შეხვედრილან ერთმანეთს.
- 2004 უკრაინა – საქართველო 6-0
- 2005 საქართველო – უკრაინა 0-3
- 2018 უკრაინა – საქართველო 3-3
გულშემატკივრებითვის აღნიშნულ შეხვედრაზე დასწრება უფასოა, მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი “Silk-Universal-ზე“ შედგება.
უკანასკნელ სანაკრებო შეხვედრას გორმა 16 ნოემბერს უმასპინძლა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისრაელელ თანატოლებთან 1-2 დამარცხდა.
დატოვეთ კომენტარი