სოფელ წედისში აქცია გაიმართა. მოსახლეობა ქუჩაში რამდენიმე პრობლემის მოგვარების მოთხოვნით გამოვიდა. ისინი მოითხოვენ:
- დაჩქარდეს სოფლის გაზიფიცირება;
- მოწესრიგდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა;
- მოგვარდეს წყლის პრობლემა.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობდნენ, უკვე წლებია, რაც ამ პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.
“ხეობის სოფლებში ბუნებრივი აირი 2 წლის წინ გაიყვანეს, თუმცა გაზი ისევ არ მოგვეწოდება. გასულ წელს წყლის სისტემის რეაბილიტაციაც ხატარდ,ა თუმცა ონკანებში სასმელი წყალი ისევ ბინძური მოდის”, – ამბობდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ანდრო ბარნოვი.
მოსახლეობამ აქციაზე ყურადღება საძოვრების პრობლემაზეც გაამახვილა. როგორც ისინი ამბობენ, მიწები გასხვისდა და სოფელი საძოვრების გარეშე დარჩა.
დატოვეთ კომენტარი