ახალი ამბები

ექვს თვეში, შიდა ქართლში სუიციდის 16 შემთხვევა დაფიქსირდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის პირველ ნახევარში, შიდა ქართლში სუიციდის – 16, ხოლო სუიციდის მცდელობის 15 შემთხვევა დაფიქსირდა.

უწყების ცნობით, სუიციდის ჩამდენთა ასაკი ძირითადად 50 წელს აღემატება. 16-დან 10 შემთხვევაში სუიციდის ჩამდენი 50 წელს გადაცილებული პირია, ხოლო სუიციდის მცდელობის შემთხვევები ძირითადად არასრულწლოვნებში ვლინდება და 15 დაფიქსირებული შემთხვევიდან 8-ში მოზარდები ფიგურირებენ.

საქართველოს ტერიტორიაზე სუიციდის ყველაზე მეტი შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარისა და შიდა ქართლის ტერიტორიაზე ფიქსირდება.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული სტატისტიკა 2022 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით შეადგინა.

დატოვეთ კომენტარი