გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2023 წლის ბიუეტის პროექტი განიხილეს. გორის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა დეპუტატებს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაცია წარუდგინა, რომელშიც პრიორიტეტული მიმართულებებია ასახული. დოკუმენტში მოცემული თანხების დახარჯვას მუნიციპალიტეტი საკუთარი შემოსავლებით გეგმავს.
ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მერიამ საკუთარი შემოსავლების ნაწილში 22 646, 5 ლარი გაითვალისწინა. აქედან საგზაო ინფრასტრუქტურისთვის 9 826, 4 ლარია განსაზღვრული.
- გარე განათება – 1 მლნ 980 ლარი;
- წყლის სისტემის განვითარება – 3047, 6 ლარი;
- საბინაო ფონდის განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება – 2 მლნ 720 ლარი;
- კეთილმოწყობა, სარეკრეაციო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება – 632, 500 ლარი
- ინფრასტრუქტურული პროექტების მომსახურების უზრუნველყოფა – 1 მლნ 460 ლარი;
- სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა – 2 980, 0 ლარი;
ინფორმაციისთვის, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა 21 ნომბერს, 12:00 საათზე საკრებულოს შენობაში გაიმართება.
დატოვეთ კომენტარი