ახალი ამბები

ხაშურში სახლი დაიწვა – ხანძარი დანთებული სანთლიდან გაჩნდა

ხაშურში ლომოურის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი დანთებული სანთლიდან გაჩნდა. 

“სახლის პატრონს ქმარი ჰყავდა ავად და აპარატზე იყო შეერთებული. ამის გამო, ცოლმა მეუღლის სახელზე სანთელი დაანთო და ისე წავიდა საავადმყოფოში. სანთელიდან ცეცხლი ფარდას მოეკიდა და სახლის ორი ოთახი მთლიანად დაიწვა”, – გვითხრეს ადგილობრივებმა. 

შემთხვევა გასულ კვირას მოხდა. 

“ამ ქალის მეუღლე დაიღუპა, გულის დაავადება ქონდა და ოპერაცია ვერ გადაიტანა”.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები