გორში, თეატრის სკვერის მიმდებარედ საქველმოქმედო აქცია “ჩააცვი ხეებს” გაიმართება, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ ხეები ტანსაცმლით შემოსონ და მათ ვისაც სჭირდება, ჩამოხსნან და წაიღონ.
ღინისძიება 4 დეკემბერ წითელი ჯვრის ორგანიზებით განხორციელდება.
“გელოდებით თეატრის სკვერში საქველმოქმედო აქციაზე. მოიტანე ქურთუკი, ქუდი, შარფი, ხელთათმანი, თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი “ჩააცვი ხეებს”, ხოლო არმქონენი, რომლებსაც სცივათ, ჩამოხსნიან და წაიღებენ”, – ამბობს ალექსანდრე ოქროპირიძე.
საქველმოქმედო აქცია კვირას, 14 : 00 საათზე დაიწყება.
დატოვეთ კომენტარი