ქარელის 2023 წლის ბიუჯეტში სპორტის და კულტურის დაფინანსება 1 მილიონი ლარით მცირდება, – ამის შესახებ საკრებულოს კომისის სხდომაზე საფინანსო საბიუჯეტო კომისიის უფროსმა განაცხადა.
კობა ნახუცრიშვილის თქმით, 2023 წლის ბიუჯეტი 19 670 000 ლარით იგეგმება და წინა წელთან შედარებით, დაფინანსება რამდენიმე მიმართულებით გაეზრდება:
- ინფრასტრუქტურის დაფინანსება 1 500 000 ლარით გაიზრდება;
- დასუფთავების დაფინანსება 600 000-მდე ლარით გაიზრდება;
- განათლების დაფინანსება 400 000 ლარით გაიზრდება;
- ჯანდაცვის დაფინანსება 200 000 ლარით გაიზრდება.
“ხოლო კულტურა და სპორტის ბიუჯეტი შემცირდა 1 მილიონი ლარით, ეს გამოწვეულია იქიდან, რომ 2023 წლის ბიუჯეტში საცურაო აუზის სუბსიდირება მცირდება”, – განაცხადა კობა ნახუცრიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ქარელის 2022 წლის ბიუჯეტი 16 მილიონი ლარით დაიგეგმა და წლის ბოლომდე ზრდამ 30 მილიონს გადააჭარბა.
დატოვეთ კომენტარი