ახალი ამბები

გომში, ერთ-ერთ სასადილოში კაცი და ქალი სცემეს 

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომთან, სასადილოში ჩხუბი იყო. არსებული ინფორმაციით, პირებმა, რომლებიც თვითმხილველების ცნობით აზერბაიჯაინის მოქალაქეები არიან, ფიზიკურად იძალადეს თურქი ეროვნების კაცზე და ქართველ ქალზე.

დაშავებულები ხაშურის ერთ – ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის განმარტებით ქალს აღენიშნებოდა თავის ღია ჭრილობა, ხოლო კაცს თავის ზედაპირული ტრავმა.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული სასადილო თურქეთის მოქალაქეს ეკუთვნის, სადაც ხშირად ჩერდებიან ტრაილერების მძღოლები. 

დატოვეთ კომენტარი