ქარელის მერია ყოველთვიურად 3 000 ლიტრს საწვავს მოიხმარს. მერიის ბალანსზე 7 ავტომობილი ირიცხება, აქედან ყველა მეტი საწვავი მერის, ზაზა გულიაშილის ავტომობილს ხმარდება, რომელიც სამსახურში ყოველდღე თბილისიდან დადის.
გულიაშვილი თვეში 800 ლიტრ საწვავს ხარჯავს, რაც საერთო ჯამში, იანვრიდან დღემდე, 8 800 ლიტრს შეადგენს.
მერიამ ბოლოს საწვავი 11 ნოემბერს შეიძინა და 9 870 ლარი გადაიხადა. საერთო ჯამში, 11 თვეში უწყებამ 101 780 ლარის საწვავი იყიდა.
აღსანიშნავია, რომ ქარელის მერია საწვავს გამარტივებული შესყიდვით, კომპანიისგან “სან პეტრონიუმ ჯორჯია” ყიდულობს.
ქარელის მერიამ 9 თვეში 96 000 ლარზე მეტი ღირებულების საწვავი იყიდა
ქარელის მერია საწვავს რუსული კომპანიისგან ყიდულობს
დატოვეთ კომენტარი