“მოზაიკას” ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში სამართალდამცავებმა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, საბრძოლო იარაღი და ხელყუმბარები ამოიღეს.
“ხიდისთავში რეიდები ტარდება პოლიციის. გუშინ, ერთი სახლის ჩხრეკა ჩატარდა, ლენტები ქონდათ შემორტყმული და იარაღები და ხელყუმბარები ამოუღიათ”, – გვიყვება წყარო.
მისი ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სხვა საცხოვრებელი სახლი დღესაც გაჩხრიკეს. დამატებითი დეტალებს “მოზაიკა” არკვევს. შსს-ს აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.
დატოვეთ კომენტარი