ახალი ამბები

კლასიდან ბავშვის გაშვების გამო, ხიდისთავის მასწავლებელს საყვედური გამოუცხადეს

კლასიდან ბავშვის გაშვების გამო, ხიდისთავის მასწავლებელს სადისციპლინო კომიტეტმა საყვედური გამოუცხადა. 

რა მოხდა გაკვეთილზე?

“მოზაიკას” ინფორმაციით, ბავშვს, რომელიც მასწავლებელმა გაკვეთილიდან გაუშვა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ყველა სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა არ შეეძლო. ოჯახს სკოლაში წარდგენილი ჰქონდა სამედიცინო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მასწავლებელს უნდა უზრუნველეყო საგაკვეთილო პროცესში მისი ჯანმრთელობის შესაბამისი მონაწილეობა.

“ბავშვს წარდგენილი ჰქონდა ფორმა 100, რომლის მიხედვითაც, ბავშვს იმ დოზით უნდა მიეღო სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა, რა დოზითაც ეს მისთვის იქნებოდა შესაძლებელი. მაგრამ ამის მიუხედავად, მასწავლებელმა მას დასვენების უფლება არ მისცა, უყვირა და გაკვეთილიდან გამოუშვა”, – უთხრეს “მოზაიკას”.

არსებული ინფორმაციით, მასწავლებლის მხრიდან ეს ამ მოსწავლის დატუქსვსის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ამის შესახებ ბავშვის მშობლებმა სკოლის ადმინისტრაციას აცნობეს და მასწავლის კლასიდან ჩამოშორება მოითხოვეს, თუმცა საბოლოოს საკითხი მშობლის და მასწავლებლის მორიგებით დასრულდა.

“იყო დისციპლინური კომიტეტის სხდომა, სადაც მასწავლებელმა საკუთარი გადაცდომა აღიარა. შესაბამისად, მშობელს აღარ აქვს მოთხოვნა მისი კლასიდან გასვლის შესახებ”.

საბოლოოდ, სადისციპლინო კომიტეტი მასწავლებლისთვის საყვედურის გამოცხადებით შემოიფარგლა.

დატოვეთ კომენტარი