გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი სტუდენტი მარიამ სადღობელაშვილ და ნია შატაკიშვილი “გალფის” პროგრამის სტიპენდიანტები გახდნენ.
ინფორმაციას გორის უნივერსიტეტი ავრცელებს. მათი ცნობით, სტუდენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, როგორც უმაღლესი საგრანტო ქულის მქონე პირველკურსელები, მოხვდნენ საუკეთესო 100 სტუდენტთა რეიტინგში და კომპანია გალფისგან დაენიშნათ 300 ლარიანი სტიპენდია 10 თვის განმავლობაში.
“ყველაზე კარგი შეგრძნებაა, როცა ხვდები, რომ შრომა გიფასდება და იმ ენერგიას, რომელსაც თვითგანვითარებას უძღვნი, შედეგი მოაქვს. პირველი სიხარული აბიტურიენტობის მიწურულს იყო, როდესაც გავხსენი გვერდი და 100%-იანი გრანტი დავინახე. შემდეგ უკვე გავხდი გალფის სტიპენდიანტი, რომელიც კომპანია “გალფმა” განათლების სამინისტროსთან ერთად უმაღლესი ქულების მქონე 100პურველკურსელს დაუნიშნა”, – თქვა მარიამმა.
კომპანიამ ნია და მარიამი რეგიონის მასშტაბით 12 საუკეთესოთა შორის შეარჩია.
“შიდა ქართლის მასშტაბით, მქონდა უმაღლესი ქულა, 10-13 ნოემბერს გავატარებ იტალიაში, კერძოდ, ნეაპოლში, სადაც იგეგმება ტური და ამასთანავე, შევხვდებით ხვიჩა კვარაცხელიას და მარადონას სახელობის სტადიონზე დავესწრებით ნაპოლი-უდინეზეს მატჩს”, – ამბობს შატაკიშვილი.