ახალი ამბები

75 წლამდე ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის დაკავებული ბრალს არ აღიარებს

74 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის დაკავებული 26 წლის მამაკაცის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მევლუდ ხათაშვილმა.

ვ.ს.-ს დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული პატიმრობა, ვინაიდან ის 2 კვირის განმავლობაში მიმალვაში იყო.

დაკავების შემდეგ, სასამართლომ ხელახლა იმსჯელა აღკვეთის ღონისძიებაზე და ძალაში დატოვა პირველადი გადაწყვეტილება პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

მისი ადვოკატი ნაირა გიგიტაშვილი ამბობს, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები ჯერჯერობით არ დევს.

სასამართლო სხდომა დახურული იყო, ვინაიდან საქმე სქესობრივ დანაშაულს ეხება.

წინა სასამართლო სხდომა 16 დეკემბრისთვის ჩაინიშნა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები