ადამიანები ისტორიები

10 ნოემბერი საქართველოს პირველი კათალიკოს-პატრიარქის დაბადების დღეა

1855 წლის 10 ნოემბერს, შიდა ქართლის სოფელ ქვემო ნიქოზში დაიბადა კირიონ II, ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი.

კირიონის საერისკაცო და სასულიერო ცხოვრება მთლიანად ორიენტირებული იყო ქართველი ხალხის კეთილდღეობასა განვითარებაზე.

„სრული იმედია ყოვლადსამღვდელო კირიონი, კარგად ცნობილი საქართველოში, როგორც განმაახლებელი მრავალთა ნაშთთა ჩვენის ძველის ხუროთმოძღვრებისა და სასულიერო განათლების თანამგრძნობელი, შეძლებისდაგვარად იმოღვაწებს კახეთის სულიერ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების ასპარეზზედ“, – ასე გამოეხმაურა ილია ჭავჭავაძე კირიონ II-ის ქართლ-კახეთის ეპარქიის მეორე ქორეპისკოპოსად დანიშვნას.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი 1918 წელს, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

პაატა მაჩიტაძე