“მოზაიკასთან” საუბარში კასპის მერმა საკუთარი მუშაობის ერთ-წლიანი ანგარიშის წარდგენა ნოემრბის ბოლოს დაანონსა.
„ერთ წლიანი ანგარიშის წარდგენა ნოემბრის ბოლოს იგეგმება. შევაჯამებთ განვლილ ერთ წელს, ზუსტი თარიღი, დრო და ადგილიც მალე გახდება ცნობილი“, – გვითხრა ვახტან მაისურაძემ.
რაც შეეხება გორის მერიას, უწყებაში ამ დრომდე არ იციან, როდის და სად მოხდება ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ანგარიშის პრეზენტაცია.
ინფორმაციისთვის, საკუთარი მუშაობის ერთი წელი უკვე შეაჯამეს ხაშურის და ქარელის მერებმა.
დატოვეთ კომენტარი