ე.წ. საზღვართან მდებარე სოფლებლებში მიმდინარე ბორდერიზაცია და გახშირებული გატაცებები – ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაზეც დღეს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 109-ე შეხვედრაზე იმსჯელებენ.
მონაწილეები გამყოფ ხაზთან, წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ინციდენტებს განიხილავენ.
ოფიციალური თბილისი კიდევ ერთხელ მოითხოვს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებას. უსაფრთხოების გარდა შეხვედრაზე ჰუმანიტარულ საკითხებსაც განიხილავენ.
		დატოვეთ კომენტარი
		
	
			
	
				
				
	










