გიორგი ჩოქური ხაშურის პოლიციის უფროსი აღარ არის. “მოზაიკას” ინფორმაციით, ის კახეთის რეგიონში, კერძოდ კი, ახმეტაში გადაიყვანეს.
გიორგი ჩოქური ხაშურის პოლიციის უფროსობამდე ანალოგიურ თანამდებობაზე კასპშიც მუშაობდა.
მან საზოგადოებას თავი გასულ წელს მომხდარი ინციდენტით დაამახსოვრა. სწორედ ჩოქურია ერთ-ერთი ის პოლიციელი, რომელსაც ჟურნალისტები კასპის საკრებულოში მათზე განხორციელებულ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.
მედიის წარმომადგენლებმა მაღალჩინოსანს უჩივლეს თუმცა, მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა და მეტიც, ჩოქური კვლავ მაღალ თანამდებობას იკავებს.
დატოვეთ კომენტარი