20 წლის ილია მაზმიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
ილია გადაადგილდება ეტლით. აქვს ცერემბრალური დამბლა,თირკმლის ქრონიკული დაავადება მე-4 სტადია და იმყოფება ჰემოდიალიზზე. ახლობლების ინფორმაციით, სასწრაფოდ ესაჭიროება თირკმლის გადანერგვა.
“ოპერაცია დაგეგმილია საქართველოში, ინგოროყვას კლინიკაში, დეკემბრის თვეში. ოპერაცას ჩაატარებს გერმანიიდან მოწვეული ექიმი. ოპერაციამდე კვლევები(დონორის და პაცენტის) ჯდება 15 000 ლარი და რა თქმაუნდა, არ ფინანსდება. ოჯახს სამწუხაროდ, აღარ გააჩნია სახსრები კვლევების გასაგრძელებლად. გთხოვთ დავეხმაროთ თითოეული თქვენგანის მიერ გაღებული 1 ლარიც ძალიან მნიშვნელოვანია ილიკოს სიცოცხლის გადასარჩენად”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ საბანკო ანგარიშზე:
GE83BG0000000533417351 / საქართველოს ბანკი;
მიმღები: ემზარ მაზმიშვილი
პირადი ნომერი: 59001066183.