ძევერაში განსახლების მსურველი დევნილებისთის განაცხადების მიღება დაიწყო, – ინფორმაციას ამის შესახებ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მსურველებს განაცხადის შევსება 20 ნოემბრამდე შეუძლიათ.
“საცხოვრებლის მიღების მოთხოვნით, განაცხადის შევსება შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ. სახლების ფართობის გათვალისწინებით, მაქსიმუმ 6-სულიანი დევნილი ოჯახების განაცხადები მიიღება. განაცხადის გაკეთება, 19 ნოემბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლშია შესაძლებელი”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სოფელ ძევერაში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სახლები გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში შენდება.
„გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, სოფელ ძევერას მიმდებარე ტერიტორიაზე დევნილი ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სახლები შენდება”, – განმარტავს გორის მერია.