ახალი ამბები

გორში უძრავი ქონების ქირავნობის ფასი 50%-ით გაიზარდა

„ჯეო ეკონომიკსის“ ინფორმაციით, დედაქალაქთან ერთად,  უძრავი ქონების ქირავნობის ფასი 50 %-ით გაიზარდა გორშიც. 

“ss.ge-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, წინა წლებში, ქალაქ გორის ცენტრში 2 ოთახიანი ბინის ფასი 350-400 ლარს შეადგენდა. ამჟამინდელი მდგომარეობით კი, საშუალო ნიშნული 700-750 ლარამდეა გაზრდილი”, – ვკითხულობთ „ჯეო ეკონომიკსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მათივე ცნობით, მომატებულია თანხის დოლარში მოთხოვნის ფაქტებიც. 

გარდა ამისა, „ჯეო ოკონომიკსის“ ინფორმაციით, დაახლოებით ერთი წლის წინ, უძრავი ქონების ვებ-გვერდით “ss.ge” საშუალოდ 700 რუსი მომხმარებელი სარგებლობდა, დღეის მონაცემებით კი საიტს დღეში 4 ათასი რუსი მომხმარებელი სტუმრობს.

დატოვეთ კომენტარი