გორში, კომბინატის დასახლებაში ხანძარი გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ შენობას გაუჩნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
“ზუსტად არ ვიცი, მგონი რაღაც საწარმოა ამ შენობაში. ძლიერი ხანძარი არ ყოფილა საბედნიეროდ”, – გვითხრა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები გამოიძახეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ლიკვიდირებულია.
დატოვეთ კომენტარი