ოქტომბერში, შიდა ქართლში ხე-ტყის მოპოვების 29- უკანონო ფაქტი, – ამ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე პერიოდში აღმოჩენილია უკანონო სახერხო საამქროებიც.
“2022 წლის 01 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 428 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 315 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 113 კი, უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 24 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 29- ფაქტი შიდა ქართლში გამოვლინდა”, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 653 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.
“ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 103 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 10 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.”