ახალი ამბები

სასწრაფოს რომ წამოეყვანა, ასე არ მოხდებოდა – გარდაცვლილი 30 წლის ქალის მამა

“გორმედში” სოფელ რუისიდან 30 წლის ქალი შეიყვანეს, რომელიც როგორც ირკვევა, უკვე გარდაცვლილი იყო.

ოჯახი მის გარდაცვალებას სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ადანაშააულებს, რომელმაც მათი შვილი გარდაცვლილად გამოაცხადა და საავადმყოფოში აღარ წამოიყვანა. 

“ასთმური შეტევები ჰქონდა ხოლმე, შესაძლოა დღესაც ასე დაემართა. მაგრამ ასეთ შემთხვევებში, ექიმები ყოველთვის ეხმარებოდნენ ხოლმე” სასწრაფოს რომ წამოეყვანა, ასე არ მოხდებოდა”, – ამბობს გარდაცვლილის მამა გელა აბრამოვი.

აბრამოვი ამბობს, რომ მის შვილი ცოცხალი იყო და გზაში დაიღუპა. 

“ჩემი შვილი რუისში მუშაობდა, უცებ ცუდად გახდა და გარდაიცვალა. სასწრაფო მივიდა, მიანება თავი და წავიდა. რომ მივედი ზეწარი ჰქონდა გადაფარებული, ვნახეთ რომ პულსი ესინჯებიდა და წამოვიყვანეთ “გორმედში”. აქ უკვე გვითხრეს, რომ გარდაიცვალაო. სასწრაფოს მაშინვე უნდა წამოეყვანა, მაგრამ დატოვეს გაუბედურებული”.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.